Skip to main content

აშშ სწრაფი ტემპით ზრდის დეფიციტური ჩამჭრელი რაკეტების წარმოებას

აშშ სწრაფი ტემპით ზრდის უკვე დეფიციტური PAC-3 MSE ჩამჭრელი რაკეტების წარმოებას, რომლებიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისთვის არის განკუთვნილი. ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მიმდინარე წარმოების სიმძლავრემ უკვე 2027 წლის მიზანს მიაღწია (წელიწადში 650 რაკეტის წარმოება) და საერთაშორისო და შიდა მოთხოვნა მათზე ყოველდღიურად იზრდება. 

PAC-3 MSE

PAC-3 MSE რაკეტები Patriot-ის ხაზში ყველაზე მოწინავეა. ის იყენებს კინეტიკური ქობინის ტექნოლოგიას "დარტყმა-განადგურება" (hit-to-kill), რომელსაც შეუძლია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ეფექტური ჩაჭრა. აშშ-ის მთავრობამ Lockheed Martin-ს მიმართა წინადადებით, რომ მათ განიხილონ ყოველწლიური წარმოების 2000 ერთეულამდე გაზრდის საკითხი. წარმოების ტემპის გაზრდა შესაძლებელი გახდა L3Harris Technologies-ისა და Northrop Grumman-ისგან, მყარი ენერგეტიკული რაკეტების ძრავების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შემდეგ. L3Harris Technologies-მა ქალაქ ჰანტსვილში, ალაბამას შტატში, ახალი ობიექტი გახსნა სახელწოდებით - Advanced Manufacturing Facility - South (AMF-South), რომელიც მყარი საწვავის რაკეტის ძრავების კომპონენტების წარმოებაზეა სპეციალიზირებული. 

Standard Missile

ახალმა ობიექტმა, რომელიც დაახლოებით 35,000 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს, უკვე დაიწყო ინერტული კომპონენტების, მათ შორის რაკეტის კორპუსებისა და სხვა კომპონენტების წარმოება საზენიტო რაკეტებისთვის - Standard Missile, GMLRS და Javelin. ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიამ ახალ ობიექტში 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ასევე მიიღო დამატებითი დაფინანსება აშშ-ის მთავრობისგან თავდაცვის წარმოების აქტის მეშვეობით, რაც ხაზს უსვამს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 

GMLRS

AMF-South-ის გარდა, L3Harris მოცემული მომენტისთვის აქტიურად აფართოებს წარმოების სიმძლავრეებს სხვა შტატებში, მათ შორის არკანზასსა და ვირჯინიაში. მოცემული ობიექტები ძირითადად მიმართულნი არიან მყარი საწვავის და მცირე/საშუალო სიმძლავრის ძრავების წარმოებაზე. 

Javelin





Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

სომხეთის ახალ პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 (49.81%) ადგილით კომფორტული უმრავლესობა მოიპოვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევამდე მას 6 მანდატი დააკლდა. საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ უპრეცედენტო 58.97% შეადგინა (1476597 მოქალაქე), – რის შესახებ ინფორმაციასაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1281911 ამომრჩეველს შეადგენდა. შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ 29 ადგილი (23.29%), რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ 12 ადგილი (10.09%), ხოლო გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით პარტიამ მიიღო 58388 ხმა (3.996%). პარტიებისთვის საპარლამენტო ბარიერი სომხეთში 4%-ია, ამიტომ ტექნიკურად ის ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ წარუკიანის პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერ...

აშშ-მ NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო

აშშ-მ დაიწყო NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერ ს გაავრცელა  Reuters-მა. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში , სადაც მონაწილეობდნენ ევროპული დელეგაციები და პენტაგონის წარმომადგენლებ ი. მთავარ განსახილველ თემას ევროპ ის მიერ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი წილი ს თავის თავზე აღების საკითხი წარმოადგენდა. შტატებმა , ამ გეგმის არ მიღება/განხორციელების შემთხვევაში ნატოს ზოგიერთ კოორდინაციის მექანიზმში მონაწილეობ ის შეწყ ვეტა დააანონსა . გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალ ი შეხვედრიდან : ✅ შეხვედრაზე ევროპელებისთვის ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ევროპის მიერ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრესით. ✅ აშშ-ს მიერ გაჟღერებულ იქნა თავისი სურვილი , რომ ევროპამ ნატოს ტრადიციულ თავდაცვაში ლიდერობა აიღოს , რაც ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერ ს რაც არ წარმოადგენს ბირთვულ კომპონენტს - სახმელეთო ჯარებ...