Skip to main content

რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო საზღვარი კიდევ ერთხელ დაარღვიეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი რუსული დრონი ან რაკეტა, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეში მოხვდება გაანადგურებენ - „განზრახ ან შემთხვევით, ნებისმიერი სამხედრო ობიექტის ნამსხვრევები თუკი ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა, ნუ მობრძანდებით აქ და ნუ წარმოაჩენთ თქვენს აღშფოთებას. თქვენ უკვე გაფრთხილებული ბრძანდებით“. 

ამ განცხადებით ვარშავამ ღიად დააფიქსირა ძალის გამოყენების წესები და წინასწარ გაანეიტრალა ნებისმიერი მოსალოდნელი ისტერიკა საჰაერო სივრცის (შემთხვევითი/დაგეგმილი) დარღვევის საკითხთან დაკავშირებით. არსებულ სიტუაციაში, მოცემულ განცხადებას გააჩნია შესაბამისი ავთენტური საფუძვლები და ისინი მომდინარეობენ რუსეთის მხრიდან შექმნილი/ინიცირებული წინარე საფრთხეებისგან. ამ შემთხვევაში შევეხოთ რუსეთის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს. 

ღია წყაროებში გავრცელებული ცნობებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დრონებისა და სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით 22-ჯერ დაარღვია. თუმცა ოფიციალური პოლონური წყაროების, მათ შორის პოლონეთის მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ყველა მათგანი არ არის დადასტურებული. ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მსგავსი შემთხვევა: 

🔵 2025 წლის 10 სექტემბერი - პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ანგარიშის თანახმად, "Shahed"-ის, ან მისი მსგავსი მოდელის 19 დრონი, ბელარუსის მხრიდან შემოვიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. მათგან ზოგიერთი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდნენ, პოლონეთის სამხედროებმა გაანადგურეს. 

🔵 2025 წლის 20 აგვისტო  - ქალაქ ოსინაში (Osiny) ჩამოვარდა არაერთი რუსული დრონი, მათ შორის სავარაუდოდ Shahed ტიპის დრონები. პოლონური მედი საშუალებებისა და სამხედრო ექსპერტების ცნობით, ეს იყო რუსული დრონების ჩამოვარდნა. 

🔵2024 წლის 26 აგვისტო - პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა სავარაუდოდ Shahed ტიპის რუსული დრონი. იგი დარეგისტრირდა რამდენიმე რადარზე, თუმცა მისი მიზანი და ზუსტი მოქმედებება/გადაადგილების შესახებ ცნობების სრულა არ დადგენილა. 

კიდევ უფრო ადრე, 2023 წლის 29 დეკემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც შეიჭრა რუსული რაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო არა დრონი, შემთხვევა აღიარებული/დაფიქსირებული იქნა პოლონური მხრის მიერ როგორც საჰაერო სივრცის დარღვევა. საბოლოოდ რამოდენიმე დღის წინ, 19 სექტემბერს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტმა უფრო გაამძაფრა/გაამყარა პოლონეთის ხელისუფლების საფრთხისშემცველი მოლოდინები და დამოკიდებულებები რუსეთის მხრიდან, რომლებიც დაკავშირებულია არამარტო მის, არამედ მთლიანად ბალტიისპირა ქვეყნების რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან, რამაც გარკვეულწილად დეტონატორის როლი შეასრულა მოცემული მკაცრი, შეიძლება ითქვას ნაწილობრივ მუქარისშემცველი პოზიციის დაფიქსირებაში. 

იხილეთ ლინკები👇👇👇 

Uwaga na dezinformację związaną z naruszeniem polskiej przestrzeni powietrznej przez drony

Co rosyjskiego mogło spaść w Osinach?

Russia violated the airspace of nine European countries during the year: 36 incidents recorded

Poland Moves to Invoke NATO Article 4 After Airspace Violation

Poland warns Russia not to 'whine' if its jets are shot down in NATO airspace

Kolejny rosyjski obiekt nad Polską. Nieoficjalnie: Szahid [AKTUALIZACJA]

Gen. Drewniak: procedury czasu pokoju, w razie zagrożenia mamy prawo zestrzelić obiekt

#NATO #poland #Estonia #DroneAttack #airforcechallenge #russia #balticcountries #RegionalSecurity #NationalSecurity 

Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია.  ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით.  MiG-31 გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში:  1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე...