Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2026

რუსეთი აქტიურად აძლიერებს თავის პოზიციებს მადაგასკარზე

მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი ირანზეა კონცენტრირებული, რუსეთი აქტიურად აძლიერებს თავის პოზიციებს მადაგასკარზე. ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, საჯაროდ მადლობა გადაუხადა მოსკოვს ვერტმფრენების, სამხედრო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკ მაიკლ რანდრიანირინას ხელმძღვანელობით სამხედროებმა მადაგასკარში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, ხოლო თავად რანდრიანირინა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, რუსეთმა სწრაფად განალაგა კუნძულზე სამხედრო ძალები და იარაღი, როგორც რეჟიმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. თებერვალში რანდრიანირინამ პირველი უცხოური ვიზიტი მოსკოვში განახორციელა, სადაც ვლადიმირ პუტინის შეხვდა. ამით მან დაარღვია მადაგასკარის ლიდერების მრავალწლიანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პირველი ვიზიტი ყოფილი მეტროპოლიის დედაქალაქში პარიზში ხორციელდებოდა. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების შეფასებით - მოსკოვი აქტიურად აძლიე...

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების ეფექტურობა 3%-დან 27%-მდე გაიზარდა.

J.P. Morgan-ისა და JINSA ინსტიტუტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების ეფექტურობა ომის პირველი ორი კვირის განმავლობაში 3%-დან 27%-მდე გაიზარდა.  ამ ეფექტურობის მსგავსი ზრდა განპირობებულია ირანისთვის სირიასა და უკრაინაში გამოცდილი/განმტკიცებული რუსული სადაზვერვო და დარტყმითი შესაძლებლობების მიწოდებით, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ახორციელებენ.  ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გაირკვა, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდა. თუმცა, მხოლოდ თანამგზავრებიდან ან დრონებიდან მონაცემების გადაცემა არ იძლევა დარტყმების ეფექტურობის გაზრდის გარანტიას.  დარტყმების განხორციელება რთული პროცესია, რომელიც მოიცავს სამიზნის მოძიებას, გადაწყვეტილების მიღებას, კორექტირებას, შემდგომ დაზვერვას და შედეგების შეფასებას. ეს ყველაფერი გაერთიანებულია დაზვერვა-დარტყმის სისტემაში (ღონისძიებათა ერთობლიობაში), რომელიც შექმნილია ამ ქმედებების უწყვეტ ციკლში გაერთიანებისთვის, ეტაპებს შორის დროის მ...