Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2026

აშშ-მ NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო

აშშ-მ დაიწყო NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერ ს გაავრცელა  Reuters-მა. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში , სადაც მონაწილეობდნენ ევროპული დელეგაციები და პენტაგონის წარმომადგენლებ ი. მთავარ განსახილველ თემას ევროპ ის მიერ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი წილი ს თავის თავზე აღების საკითხი წარმოადგენდა. შტატებმა , ამ გეგმის არ მიღება/განხორციელების შემთხვევაში ნატოს ზოგიერთ კოორდინაციის მექანიზმში მონაწილეობ ის შეწყ ვეტა დააანონსა . გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალ ი შეხვედრიდან : ✅ შეხვედრაზე ევროპელებისთვის ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ევროპის მიერ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრესით. ✅ აშშ-ს მიერ გაჟღერებულ იქნა თავისი სურვილი , რომ ევროპამ ნატოს ტრადიციულ თავდაცვაში ლიდერობა აიღოს , რაც ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერ ს რაც არ წარმოადგენს ბირთვულ კომპონენტს - სახმელეთო ჯარებ...

31 იანვარს აშშ-მ ნაწილობრივი „შათდაუნი“ გამოაცხადდა

31 იანვარს, მას მერე რაც აშშ-ს კონგრესმა ვერ მიიღო 2026 წლის ყველა საჭირო ფინანსური დავალებების კანონპროექტი და ქვეყანაში ნაწილობრივი „შათდაუნი“ გამოცხადდა. შუაღამის შემდეგ ფედერალური მთავრობის დაფინანსება ნაწილობრივ შეჩერდა. ეს მოხდა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასრულებიდან სულ რაღაც ორნახევარი თვის შემდეგ. 3 თებერვალს აშშ-ის კონგრესმა შეძლო/მოახერხა ბიუჯეტის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება, რომელსაც საბოლოოდ პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა და „შათდაუნი“ ოფიციალურად დასრულდა.  მოცემული „შათდაუნი“-ს დაწყების მიზეზად იქცა დემოკრატების მიერ ICE-სთვის, იმიგრაციის სააღსრულებო სააგენტოსთვის დაფინანსების გაგრძელებაზე უარის თქმა, რომელიც განპირობებული იყო მისი თანამშრომლების მიერ აშშ-ის ორი მოქალაქის მკვლელობისა (7 და 24 იანვარს) და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო. ორივე დაღუპული 37 წლის თეთრკანიანი ამერიკელი იყო. არც რენე გუდს და და არც ალექს პრეტის არ ჰქონდათ ნასამართლეობა. გუდი სამი შვილის მარტოხელა მამა, ხოლო პრეტი ვეტერანთა საავადმყოფოს ინტენსიური თე...

შვედეთი და დანია გეგმავს უკრაინისთვის გეგმავს თვითმავალი საზენიტო იარაღის შეიძენას

შვედეთი და დანია გეგმავს უკრაინისთვის 290 მილიონი დოლარის ღირებულების, ახალი ბრიტანულ-შვედური Tridon Mk2 თვითმავალი საზენიტო იარაღის შეიძენას, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას „შაჰედებთან“ ახლო მანძილზე (12 კმ-მდე) ბრძოლისთვის. ეს განპირობებულია მათი სროლის მაღალი სიჩქარისა (წუთში 300 გასროლამდე) და 40 მმ-იანი ვაზნების შედარებით იაფი თვითღირებულებით (თითო 27 აშშ დოლარი). Tridon Mk2 წარმოადგენს ძველი Bofors-ის ავტომატური ქვემეხის ევოლუციას, რომელსაც ერთობლივად ბრიტანული BAE Systems და შვედური Saab აწარმოებენ.  შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ ჯონსონის თქმით, მოცემული საზენიტო სისტემებით შესაძლებელი იქნება ერთი საჰაერო თავდაცვის ბატალიონის ჩამოყალიბება/აღჭურვა. Tridon Mk2-ის უკრაინაში განთავსების შესახებ პირველად 2025 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომელ პაკეტებშიც ერთდროულად მონაწილეობდნენ:  ✅ დანია - (270 მილიონი ევრო), საბრძოლო მასალა და წვრთნები ერთი უკრაინული ბრიგადისთვის სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში.  ✅ კანადა - თანხა უცნობია, მაგრამ პაკეტი მოიცავდა...