Skip to main content

Posts

Showing posts from 2025

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...

რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო საზღვარი კიდევ ერთხელ დაარღვიეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი რუსული დრონი ან რაკეტა, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეში მოხვდება გაანადგურებენ - „განზრახ ან შემთხვევით, ნებისმიერი სამხედრო ობიექტის ნამსხვრევები თუკი ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა, ნუ მობრძანდებით აქ და ნუ წარმოაჩენთ თქვენს აღშფოთებას. თქვენ უკვე გაფრთხილებული ბრძანდებით“.  ამ განცხადებით ვარშავამ ღიად დააფიქსირა ძალის გამოყენების წესები და წინასწარ გაანეიტრალა ნებისმიერი მოსალოდნელი ისტერიკა საჰაერო სივრცის (შემთხვევითი/დაგეგმილი) დარღვევის საკითხთან დაკავშირებით. არსებულ სიტუაციაში, მოცემულ განცხადებას გააჩნია შესაბამისი ავთენტური საფუძვლები და ისინი მომდინარეობენ რუსეთის მხრიდან შექმნილი/ინიცირებული წინარე საფრთხეებისგან. ამ შემთხვევაში შევეხოთ რუსეთის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს.  ღია წყაროებში გავრცელებული ცნობებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დრონებისა და სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით 22-ჯერ დაარღვია....

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია.  ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით.  MiG-31 გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში:  1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე...

"Shahed"-ები პოლონეთში - რუსეთმა Nato-ს საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე საუბარია "Shahed"-ის, ან მისი მსგავსი მოდელის 19 ერთეულზე, რომლებიც, დიდი ალბათობით ბელარუსიდან შემოვიდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე.  თავის მხრივ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს: "არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა კურსის კორექტირების შეცდომის ან სხვა რამის გამო. აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს დრონები განზრახ გაიგზავნა ამ მარშრუტით. მათ არ მოუწევდათ ამ მარშრუტით ფრენა, თუ მათი სამიზნე უკრაინა იყო."  ასე რომ თითქოს „დრონები შემთხვევით დაიკარგნენ“ ან „ეს ყველაფერი უკრაინული ელექტრონული ომია“ და სხვა მსგავსი ვერსიები და ნარატივები ამ ეტაპზე გამორიცხულია/ნაკლებად სავარაუდოა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადება.  გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფრაზა ამ განცხადებიდან:  🔵"პოლონეთისა და ნატოს საჰაერო ძალების შეფასებაა, რომ მათ [დრონებს] კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ მიზანმიმართულად ...

აშშ სწრაფი ტემპით ზრდის დეფიციტური ჩამჭრელი რაკეტების წარმოებას

აშშ სწრაფი ტემპით ზრდის უკვე დეფიციტური PAC-3 MSE ჩამჭრელი რაკეტების წარმოებას, რომლებიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისთვის არის განკუთვნილი. ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მიმდინარე წარმოების სიმძლავრემ უკვე 2027 წლის მიზანს მიაღწია (წელიწადში 650 რაკეტის წარმოება) და საერთაშორისო და შიდა მოთხოვნა მათზე ყოველდღიურად იზრდება.  PAC-3 MSE PAC-3 MSE რაკეტები Patriot-ის ხაზში ყველაზე მოწინავეა. ის იყენებს კინეტიკური ქობინის ტექნოლოგიას "დარტყმა-განადგურება" (hit-to-kill), რომელსაც შეუძლია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ეფექტური ჩაჭრა. აშშ-ის მთავრობამ Lockheed Martin-ს მიმართა წინადადებით, რომ მათ განიხილონ ყოველწლიური წარმოების 2000 ერთეულამდე გაზრდის საკითხი. წარმოების ტემპის გაზრდა შესაძლებელი გახდა L3Harris Technologies-ისა და Northrop Grumman-ისგან, მყარი ენერგეტიკული რაკეტების ძრავების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შემდეგ. L3Harris Technologies-მა ქალაქ ჰანტსვილში, ალაბამას შტატში, ახალი ობიექტი გახსნა სახელწოდები...

რუსეთის საზღვაო ძალები ევროპაში ბირთვული ქმედების მქონე რაკეტებით დამიზნებისთვის გაწვრთნილნი არიან

Financial Times-ის ცნობით, მათ მიერ საიდუმლო დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსული ფლოტი გადიოდა წვრთნებს ნატოსთან კონფლიქტის შემთხვევაში, ევროპის საკვანძო-სტრატეგიულ ობიექტებზე ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად. მათ შორის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დასავლეთ სანაპიროზე. წვრთნები ნატოსთან შესაძლო კონფლიქტის მოსამზადებლად ჩატარდა. დოკუმენტები დათარიღებულია 2008-2014 წლებით და შეიცავს რაკეტების პოტენციური სამიზნეების ჩამონათვალს, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინების გადატანა.  მასალებში აღნიშნულია ბირთვული იარაღის ადრეული გამოყენების უპირატესობა და „უეცარი და პრევენციული დარტყმების“ შესაძლებლობები. მათივე ცნობით, მოცემული რუკები უფრო საპრეზენტაციო მიზნით არის შექმნილი, ვიდრე ოპერატიული გამოყენებისთვის. ნატოსთან კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციისთვის მთავარი პრიორიტეტია მტრის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება, რაც გულისხმობს სამოქალაქო სამიზნეებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. პრეზენტაციაში ნახსენებია „სადემო...

გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში

გერმანიაში უკრაინის ელჩის ოლექსი მაკეევის ცნობით 18 შეკვეთილი გერმანული IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან, 7 უკვე მიეწოდა უკრაინას.  მოცემული თავდაცვის სისტემა მოიცავს 2 მოდიფიკაციას:  🟢გამშვები მოწყობილობა SLM (საშუალო დიაპაზონი) - 40 კმ-მდე რადიუსი;  🟢გამშვები მოწყობილობა SLS (მოკლე დიაპაზონი) - 12-15 კმ-მდე რადიუსი.

2026 წლისთვის იაპონია უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შესყიდვას გეგმავს

          იაპონიამ 2026 წლისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შესყიდვის (დაახ. 6.3 მილიარდი დოლარი) შესახებ გააკეთა განცხადება. ინიციატივა მიზნად ისახავს თავდაცვითი ძალების სადაზვერვო და დარტყმითი შესაძლებლობების სწრაფ ზრდას, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისთვის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულების დაცვისა და ჩინეთ/რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაკავებლად. დრონების შესყიდვა, სავარაუდოდ, „რაოდენობრივი უპირატესობის“ მოპოვების პრინციპით მოხდება, რაც შეამცირებს ფინანსურ ხარჯებსა და პერსონალური შემადგენლობის მიმართ პოტენციურ რისკებს.       ამ მიზნების ხორცშესხმისთვის იაპონია განიხილავს უკვე გამოცდილი უცხოური უპილოტო საფრენი მოდელების შეძენას:  ✅დიდი სადაზვერვო დრონები, როგორიცაა ამერიკული MQ-9B SeaGuardian, რომლებიც უკვე გამოიყენება საზღვაო პატრულირებისთვის.  ✅იაფი და ეფექტური „კამიკაძე დრონები“, როგორიცაა ისრაელის Heron MK II და თურქული Bayraktar TB2 ვერსიები.  MQ-9B SeaGuardian           ამ ფაქტ...