Skip to main content

აშშ-მ NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო


აშშ-მ დაიწყო NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერს გაავრცელა  Reuters-მა. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში, სადაც მონაწილეობდნენ ევროპული დელეგაციები და პენტაგონის წარმომადგენლები. მთავარ განსახილველ თემას ევროპის მიერ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი წილის თავის თავზე აღების საკითხი წარმოადგენდა. შტატებმა, ამ გეგმის არ მიღება/განხორციელების შემთხვევაში ნატოს ზოგიერთ კოორდინაციის მექანიზმში მონაწილეობის შეწყვეტა დააანონსა. გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შეხვედრიდან:

✅ შეხვედრაზე ევროპელებისთვის ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ევროპის მიერ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრესით.

✅ აშშ-ს მიერ გაჟღერებულ იქნა თავისი სურვილი, რომ ევროპამ ნატოს ტრადიციულ თავდაცვაში ლიდერობა აიღოს, რაც ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერს რაც არ წარმოადგენს ბირთვულ კომპონენტს - სახმელეთო ჯარებიდან და მათი შეიარაღების სისტემებიდან დაწყებული, რაკეტებითა და სადაზვერვო შესაძლებლობებით დამთავრებული.

✅შეხვედრის ფორმატში ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა 2027 წლის ვადას არარეალური უწოდეს - ეს განპირობებული იყო არა იმიტომ, რომ ევროპას არ გააჩნია სახსრები და პოლიტიკური ნება, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს ფიზიკური შესაძლებლობები ასეთ მოკლე ვადაში მოხდეს აშშ-ის ძირითადი თავდაცვის შესაძლებლობების ჩანაცვლება.

✅ აშშ ევროპისგან დაჟინებით მოითხოვდა მისგან მეტი იარაღის შეძენას. თუმცა რეალურად გამოიკვეთა, რომ თავად აშშ-ს არ აქვს შესაძლებლობა დააკმაყოფილოს ევროპის მოთხოვნა ლოჯისტიკური და წარმოების სირთულეების გამო (ამერიკული იარაღის მრავალი სახეობა მოითხოვს ლოდინს წლების განმავლობაში). ამას გარდა, არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლების ყიდვაც უბრალოდ შეუძლებელია (მაგალითად, უნიკალური დაზვერვა, რომელიც აუცილებელია უკრაინისთვის და რომელიც ევროპას უბრალოდ არ გააჩნია).

კიდევ უფრო ადრე, ევროკავშირმა 2030 წლისთვის თავდაცვისთვის სრული მზადყოფნის მიზანი დაისახა, რაც გულისხმობს ხარვეზების შევსებას საჰაერო თავდაცვის, დრონების, კიბეროპერაციების, საბრძოლო მასალის და სხვა სფეროებში. თუმცა, ზოგიერთი ჩინოვნიკი და ანალიტიკოსი ამ ვადას დღესაც კი ზედმეტად ამბიციურად მიიჩნევს.

10 თებერვალს ამ ცვლილების შესახებ ნატომ უკვე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ამიერიდან ნატოს სამივე ოპერატიული დონის ერთობლივი ძალების სარდლობა (JFC), რომლებსაც ადრე ამერიკელები ხელმძღვანელობდნენ, დაექვემდებარება ევროპულ კონტროლს. კერძოდ:

✅ ნორფოლკის ერთობლივი ძალების სარდლობას (ვირჯინია, აშშ) გაერთიანებული სამეფო უხელმძღვანელებს.

✅ნეაპოლის ერთობლივი ძალების სარდლობას (იტალია) იტალია უხელმძღვანელებს.

✅ ბრანსუმის ერთობლივი ძალების სარდლობას (ნიდერლანდები) გერმანია და პოლონეთი როტაციის პრინციპით უხელმძღვანელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით მოცემული ცვლილებები ხორციელდება იმ საბაბით, რომ ევროპული ქვეყნები ახლა უფრო მნიშვნელოვან როლს იკისრებენ/შეასრულებენ ნატოს ხელმძღვანელობაში. თუმცა, რეალურად აღნიშნული ინიციატივა აშშ-ის ახალ სტრატეგიასთან უფრო არის დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც ისინი ემიჯნებიან ევროპის უსაფრთხოების კონტექსტს და რჩებიან მასში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლად.

ნატოს განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი: „ახლა სამივე ერთობლივი ძალების სარდლობას, რომლებიც კრიზისებისა და კონფლიქტების დროს ოპერატიულ დონეს ხელმძღვანელობენ, ევროპელები უხელმძღვანელებენ“. პრაქტიკაში ეს გულისხმობს, რომ ომის დაწყების შემთხვევაში ევროპა ოპერატიულ დონეზე საკუთარ თავდაცვას თავად გაუწევს კოორდინაციას და მართვას.

იხილეთ ლინკები 👇👇👇

https://www.reuters.com/business/aerospace-defense/us-sets-2027-deadline-europe-led-nato-defense-officials-say-2025-12-05/

https://www.nato.int/en/news-and-events/articles/news/2026/02/06/european-allies-to-take-on-new-leadership-roles-in-natos-command-structure

https://shape.nato.int/military_command_structure




Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

სომხეთის ახალ პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 (49.81%) ადგილით კომფორტული უმრავლესობა მოიპოვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევამდე მას 6 მანდატი დააკლდა. საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ უპრეცედენტო 58.97% შეადგინა (1476597 მოქალაქე), – რის შესახებ ინფორმაციასაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1281911 ამომრჩეველს შეადგენდა. შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ 29 ადგილი (23.29%), რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ 12 ადგილი (10.09%), ხოლო გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით პარტიამ მიიღო 58388 ხმა (3.996%). პარტიებისთვის საპარლამენტო ბარიერი სომხეთში 4%-ია, ამიტომ ტექნიკურად ის ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ წარუკიანის პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერ...