Skip to main content

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

    ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“

    წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აშშ-თან გამორმებული შეთანხმების დეტალებია განხილული. ის მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, Altius-ის დრონების, ჰაუბიცების და აღჭურვილობისთვის საჭირო სხვა კომპონენტების მიწოდების საკითხებს. პეკინმა დაგეგმილი შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი დაარღვევს ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიურ შეთანხმებებს, სერიოზულად შეარყევს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სტაბილურობას რეგიონში.

    ტაივანი ნაწილობრივ აღიარებული დემოკრატიული სახელმწიფოა. მისი მოსახლეობა დაახლოებით 23 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელსაც პეკინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად („გამოყოფილ პროვინციად“) მიიჩნევს. თავად კუნძულის ხელისუფლება უარყოფს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ მოდელს, რომელსაც 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მხარს უჭერს პეკინი. ბოლო წლებში ჩინეთმა ტაივანის სანაპიროსთან არაერთხელ ჩაატარა მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რაც ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსის მიერ "შეჭრის რეპეტიციად" შეფასდა. უცხოური სამხედრო გემების ნებისმიერი გადაადგილება ტაივანის მატერიკული ჩინეთისგან გამყოფი სრუტის გამოყენებით პეკინის მხრიდან აღიქმება როგორც პროვოკაცია.

    სი ძინპინმა თავის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ ისაუბრა ტაივანის ჩინეთთან „გაერთიანებაზე“ და კუნძულზე სუვერენიტეტის დამყარების ბოლო ვადად 2027 წელი დაასახელა. ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა 2029 წლის დასაწყისში სრულდება. ვაშინგტონი არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას და ტაიპეისთან დიპლომატიური ურთიერთობებიც არ აქვს. იარაღის გაყიდვას ის 1979 წელს მიღებული „ტაივანის ურთიერთობების შესახებ“ კანონის შესაბამისად ახორციელებს, რომელი დოკუმენტიც თავდაცვის მიზნით მისთვის იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს.

იხილეთ ლინკები👇👇👇 

Comments

Popular posts from this blog

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია.  ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით.  MiG-31 გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში:  1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე...