Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2026

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

სომხეთის ახალ პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 (49.81%) ადგილით კომფორტული უმრავლესობა მოიპოვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევამდე მას 6 მანდატი დააკლდა. საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ უპრეცედენტო 58.97% შეადგინა (1476597 მოქალაქე), – რის შესახებ ინფორმაციასაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1281911 ამომრჩეველს შეადგენდა. შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ 29 ადგილი (23.29%), რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ 12 ადგილი (10.09%), ხოლო გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით პარტიამ მიიღო 58388 ხმა (3.996%). პარტიებისთვის საპარლამენტო ბარიერი სომხეთში 4%-ია, ამიტომ ტექნიკურად ის ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ წარუკიანის პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერ...

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით „სპეციალური საზღვაო ოპერაცია“ ჩაატარა

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით , ფილიპინების ზღვ ის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონა ში   (EEZ) „ სპეციალური საზღვაო ოპერაცია “ ჩაატარა . ტერიტორიაზე სამი ქვეყანა - იაპონია , ფილიპინები და ჩინეთი აცხადებ ენ პრეტენზიას ( მათი ინტერესების კვეთა სურ . # 1). გასულ კვირას იაპონიამ და ფილიპინებმა ამ ზონა ში დელიმიტაციის მოლაპარაკებები დაიწყეს ერთმანეთის ინტერესების გამოსაკვეთად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად , რომელზედაც გაეროს ზღვის სამართლის კონვენციის (UNCLOS) საფუძველზე , არცერთი მათგანი არ აღიარებს ჩინეთის პრეტენზიას . იაპონია და ფილიპინები პირველ ი კუნძულოვან ი უსაფრთხოების სარტყელზე უფრო ფართო მოლაპარაკებებს , სწორედ ჩინეთის მხრიდან მიმდინარე მუქარის გამო აწარმოებენ . ჩინეთი მუდმივად ემუქრება იაპონიას , სადაც საქმე იმ წერტილამდე მივიდა , რომ თებერვალში ვანგ ი ი, პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პირდაპირ დაემუქრა ტოკიოს ომით . ამავდროულად , ჩინეთი სტაბილურად აფართოებს თავის საქმიანობას ფილ...