Skip to main content

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე. 



ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია. 

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით. 

MiG-31

გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში: 

1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე ხნით (1 წუთზე ნაკლები დროით). 

Su-35

2️⃣ 22 ივნისი 2025 - რუსული IL-76 სამხედრო/სატრანსპორტო თვითმფრინავის შეღწევა ვაინლოს სიახლოვეს (4 წუთი დარჩენა ესტონეთის საჰაერო სივრცეში). 

IL-76

3️⃣ 7 ივლისი 2025 - რუსული ვერტმფრენი Mi-8 (4 წუთით შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში). 

Mi-8 

როგორც ვხედავთ, რუსული საფრთხე აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი ბალტიის ქვეყნების მიმართ იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს მათთვის იყო მოსალოდნელი. სანამ ევროპა პოლონეთში დრონებით მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე რეაგირებას მოახდენდა, რუსეთის მხრიდან უკვე მივიღეთ ახალი პროვოკაცია. თუკი დასავლეთი (ამ შემთხვევაში განსაკუთრებით იგულისხმება ევროპა) ფიქტიურ, მოჩვენებით „რეაგირებას“ კვლავ გააგრძელებს მიმდინარე პროვოკაციებზე, დიდი ალბათობით მივიღებთ დაპირისპირების/კონფლიქტის ესკალაციის იმ სცენარს, რომელსაც მუდმივად ირჩევს პუტინის რუსეთი. 

იხილეთ ლინკები 👇👇👇 






#NATO #PsychologicalWarfare #estonia #poland #russia #natoarticle4






Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...