მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი ირანზეა კონცენტრირებული, რუსეთი აქტიურად აძლიერებს თავის პოზიციებს მადაგასკარზე. ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, საჯაროდ მადლობა გადაუხადა მოსკოვს ვერტმფრენების, სამხედრო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკ მაიკლ რანდრიანირინას ხელმძღვანელობით სამხედროებმა მადაგასკარში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, ხოლო თავად რანდრიანირინა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, რუსეთმა სწრაფად განალაგა კუნძულზე სამხედრო ძალები და იარაღი, როგორც რეჟიმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. თებერვალში რანდრიანირინამ პირველი უცხოური ვიზიტი მოსკოვში განახორციელა, სადაც ვლადიმირ პუტინის შეხვდა. ამით მან დაარღვია მადაგასკარის ლიდერების მრავალწლიანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პირველი ვიზიტი ყოფილი მეტროპოლიის დედაქალაქში პარიზში ხორციელდებოდა. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების შეფასებით - მოსკოვი აქტიურად აძლიე...
The union of young researchers, scientists and experts from different fields.(Politics, International Relations, International Security, Diplomacy, Military affairs, History, Economics, Migration, Demography).