Skip to main content

2026 წლისთვის იაპონია უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შესყიდვას გეგმავს

        იაპონიამ 2026 წლისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შესყიდვის (დაახ. 6.3 მილიარდი დოლარი) შესახებ გააკეთა განცხადება. ინიციატივა მიზნად ისახავს თავდაცვითი ძალების სადაზვერვო და დარტყმითი შესაძლებლობების სწრაფ ზრდას, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისთვის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულების დაცვისა და ჩინეთ/რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაკავებლად. დრონების შესყიდვა, სავარაუდოდ, „რაოდენობრივი უპირატესობის“ მოპოვების პრინციპით მოხდება, რაც შეამცირებს ფინანსურ ხარჯებსა და პერსონალური შემადგენლობის მიმართ პოტენციურ რისკებს. 
    ამ მიზნების ხორცშესხმისთვის იაპონია განიხილავს უკვე გამოცდილი უცხოური უპილოტო საფრენი მოდელების შეძენას: 
✅დიდი სადაზვერვო დრონები, როგორიცაა ამერიკული MQ-9B SeaGuardian, რომლებიც უკვე გამოიყენება საზღვაო პატრულირებისთვის. 
✅იაფი და ეფექტური „კამიკაძე დრონები“, როგორიცაა ისრაელის Heron MK II და თურქული Bayraktar TB2 ვერსიები. 

MQ-9B SeaGuardian

        ამ ფაქტამდე 1 კვირით ადრე, იაპონიის შირაჰამას აეროდრომზე იყო შემჩნეული Heron MK II დრონი, სადაც "Kawasaki Heavy Industries" სტაბილურად ატარებს საფრენი აპარატების ტესტირებებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ წამოწყებაში Kawasaki არ წარმოადგენს, მხოლოდ ისრაელის საფრენი პლატფორმის ინტეგრაცია/მართვაზე ორიენტირებულ კომპანიას იაპონიის თავდაცვის ძალებისთვის, არამედ იგი საჭიროებებიდან გამომდინარე ჩართულია უსაფრთხოების სისტემაზე მორგებული საფრენი აპარატების ახალი ვერსიების შექმნის პროცესშიც. 

Heron MK II

    გარდა ამისა, იაპონიის მთავრობა აგრძელებს საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას და წელს ასევე გეგმავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საბრძოლო დრონების ტესტირების დაწყებასაც. იაპონიის მხრიდან დაწყებული ეს თავდაცვითი ძალების გაძლიერების პოლიტიკა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კომპრომისული გეგმა/ვარიანტი - ოპერატიული მზადყოფნის სწრაფ მიღწევასა და საკუთარი ტექნოლოგიური ბაზის გრძელვადიან განვითარებას შორის; ასევე გარკვეულ წინაპირობად AUKUS-თან მოლაპარაკებების ფორმატში.

Bayraktar TB2




Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია.  ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით.  MiG-31 გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში:  1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე...