Skip to main content

"Shahed"-ები პოლონეთში - რუსეთმა Nato-ს საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე საუბარია "Shahed"-ის, ან მისი მსგავსი მოდელის 19 ერთეულზე, რომლებიც, დიდი ალბათობით ბელარუსიდან შემოვიდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე. 

თავის მხრივ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს: "არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა კურსის კორექტირების შეცდომის ან სხვა რამის გამო. აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს დრონები განზრახ გაიგზავნა ამ მარშრუტით. მათ არ მოუწევდათ ამ მარშრუტით ფრენა, თუ მათი სამიზნე უკრაინა იყო." 

ასე რომ თითქოს „დრონები შემთხვევით დაიკარგნენ“ ან „ეს ყველაფერი უკრაინული ელექტრონული ომია“ და სხვა მსგავსი ვერსიები და ნარატივები ამ ეტაპზე გამორიცხულია/ნაკლებად სავარაუდოა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადება. 

გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფრაზა ამ განცხადებიდან: 
🔵"პოლონეთისა და ნატოს საჰაერო ძალების შეფასებაა, რომ მათ [დრონებს] კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ მიზანმიმართულად იყვნენ დამიზნებული." 
🔵"მე ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს კაია კალასს და ეუთოს თავმჯდომარეს ელინა ვალტონენს. პოლონეთმა აამოქმედა ნატოს მე-4 მუხლი. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის პროვოკაცია მოითხოვს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის შემდგომ გაძლიერებას." 
🔵"რუსეთი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს რუსული დრონები იყო და პირიქით უკრაინის მხრიდან პროვოკაციაზე მინიშნებებიც კი აქვს. ეს მოსალოდნელია. ტყუილი და უარყოფა საბჭოთა კავშირის სტანდარტული პასუხია. კრემლი კიდევ ერთხელ დასცინის პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას."
🔵"ყველა, ვინც ამბობს, რომ ეს უკრაინის პროვოკაცია იყო, რუსულ პროპაგანდას ავრცელებს." 
🔵პოლონეთი, ევროკავშირი და ნატო არ შეშინდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მამაცი ხალხის მხარდაჭერას. დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული.“

განსაკუთრებით საინტერესოა ამ მოვლენების ფონზე პოლონური გამოცემა Res Futura მიერ ჩატარებული სოციალურ ქსელების კვლევა, რომლის პროცესშიც აღმოჩენილი/იდენტიფიცირებული იქნა რუსეთის მიერ წარმოებული - საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია (იხ. პ.ს. #1), რომელიც პოლონეთში დრონების თავდასხმას ახლდა თან. სწორედ ეს კვლევა ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ თავდასხვას თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა სტრატეგიული დონის სხვადასხვა სიბრტყეში/სფეროში და ის არ ყოფილა შემთხვევითი. 


როგორი იყო მოცემული ოპერაციის მიზნები: 
🔹ინციდენტში დამნაშავეების მიმართ წინააღმდეგობრივი ვერსიების წარდგენით საზოგადოებრივი აზრის ერთიანობის რღვევა. 
🔹სამთავრობო ორგანოების მიმართ ნდობის შესუსტება (განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში ტყუილებზე, მანიპულაციებსა და არაკომპეტენტურობაზე ფოკუსირებით). 
🔹ნატოს სანდოობის შესუსტება - ალიანსის რეაგირების უუნარობის და პოლონეთის სრულუფლებიანი წევრის ნაცვლად ბუფერულ სახელმწიფოდ აღქმის წარმოჩენით. 
🔹სოციალურ სივრცეში შიშისა და აგრესიის ესკალაცია - სიტუაციის რაციონალურად შეფასების დონის დაწევა საზოგადოებაში. 

ბუნებრივია მთელი ეს კამპანია ეფუძნებოდა ქვეყანაში უკვე არსებულ პოლარიზაციას, პოლიტიკურ დავებს, სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაბალ დონეს და უკრაინის მიმართ ორაზროვან დამოკიდებულებას საზოგადოების გარკვეულ ფენებში. რუსეთის მხრიდან მოხდა მანიპულაციური ზემოქმედების საშუალებით სწორედ ამ მოცემულობის გამოყენება. თუმცა, როგორც სჩანს, კამპანიას ზემოხსენებულ საინფორმაციო/მანიპულაციურ მიზნებთან ერთად უფრო ღრმა, დეზინფორმაციული ფონის გამყარებაზე მიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედების ოპერაციული მიზნებიც ჰქონდა: 
🔸მოქალაქეების საკუთარი მთავრობის, სამხედრო და უსაფრთხოების დაცვის სისტემების მიმართ ნდობის შესუსტება. 
🔸ქაოსის, საჰაერო სივრცესა და ინფორმაციაზე კონტროლის ნაკლებობის შთაბეჭდილების შექმნა. 
🔸განხეთქილების შეტანა პოლონეთსა და უკრაინას შორის - ალიანსსა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ არსებული სოლიდარობის რწმენის ხელყოფის გზით. 
🔸საზოგადოებაში უკრაინის მიმართ პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერებისგან თავის შეკავების ნარატივების განვითარება. 
🔸ნატოს ავტორიტეტის შელახვა და ალიანსის რეალური დაცვის შესახებ ეჭვების დათესვა/გაღვიება. 
🔸სოციალური ემოციების გადატანა - რუსეთის შიშიდან უკრაინისა და ვარშავის ხელისუფლების მიმართ მტრულ განწყობაზე. 
🔸დანერგვა/განმტკიცება რწმენისა, რომ „პოლონეთი მარტოა“ და ვერავის დაეყრდნობა.

რუსეთის მიერ მსგავსი სქემების გამოყენების მაგალითები ჩვენთვის უცხო არ არის დიდი ხანია, მაგრამ ამ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ სოც. ქსელების პოლონურ სეგმენტში შესწავლილი კომენტარების ავტორების 38% დრონებით თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. 

აქ უნდა დავსვათ შეკითხვა - სოციალურ ქსელებში პოპულარული/დომინანტური მოსაზრებები არის უპირობოდ ავთენტური? რათქმა უნდა არა. ეს კვლევა თავისი სტრუქტურით არ წარმოადგენს სოციალურ გამოკითხვას და მისი აბსოლიტური სანდოობაც ეჭვქვეშაა. ასევე შეუსწავლელია თუ რამდენი ტროლ/ბოტია მითვლილი ამ 38%. თუმცა მიუხედავად ამისა, მან თავისი გამოხმაურება ჰპოვა სწორედ იმ სამიზნე ჯგუფებზე, ვის მიმართაც ის იყო მიმართული. გაჩნდა სათაურები და ფოსტები, მათ შორის პოლონურ პრესაში: „პოლონელების თითქმის 40% თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს“ (რუსული პროპაგანდა In Action). 

ზოგადად პოლონეთის მხრიდან სოციალური მედიის მიმართ ზედმეტად რბილმა დამოკიდებულებამ, რომ ის წარმოადგენს ინფორმაციის გავრცელების მთავარ არხს/სივრცეს, გამოაჩინა ის საინფორმაციო და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საფრთხეები, რომლებიც წლების განმავლობაში მწიფდებოდა. ეს შესაძლებლობა კარგად გამოიყენა რუსულმა კოგნიტურმა ძალამ. თუმცა ამ ყველაფერში დადებითი მოვლენაა ის, რომ ეს ყველაფერი ახლა გამოვლინდა, როცა პოლონეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი დრო მსგავსი დარტყმების საწინააღმდეგო/პრევენციული ზომების/პროტოკოლების მიღება/შემუშავებისთვის, სანამ პოტენციური დაპირისპირება უფრო გამწვავდება და დაპირისპირების პროცესები შეუქცევადი გახდება. 

#poland #NATO #informationsecurity #PsychologicalWarfare #resfutura #GlobalSecurity #CognitiveWarfare

ლინკები👇👇👇


პ.ს. #1 - საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია (დეფინიცია) - ერთ-ერთი მხარის მიერ გარკვეული ინფორმაციის განზრახ გავრცელება, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მტრული ქვეყნის ჯარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მორალსა და საბრძოლო სულისკვეთებაზე.

Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია.  ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით.  MiG-31 გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში:  1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე...