Financial Times-ის ცნობით, მათ მიერ საიდუმლო დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ რუსული ფლოტი გადიოდა წვრთნებს ნატოსთან კონფლიქტის შემთხვევაში, ევროპის საკვანძო-სტრატეგიულ ობიექტებზე ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად. მათ შორის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დასავლეთ სანაპიროზე. წვრთნები ნატოსთან შესაძლო კონფლიქტის მოსამზადებლად ჩატარდა.
დოკუმენტები დათარიღებულია 2008-2014 წლებით და შეიცავს რაკეტების პოტენციური სამიზნეების ჩამონათვალს, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ქობინების გადატანა.
მასალებში აღნიშნულია ბირთვული იარაღის ადრეული გამოყენების უპირატესობა და „უეცარი და პრევენციული დარტყმების“ შესაძლებლობები. მათივე ცნობით, მოცემული რუკები უფრო საპრეზენტაციო მიზნით არის შექმნილი, ვიდრე ოპერატიული გამოყენებისთვის.
ნატოსთან კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციისთვის მთავარი პრიორიტეტია მტრის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება, რაც გულისხმობს სამოქალაქო სამიზნეებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.
პრეზენტაციაში ნახსენებია „სადემონსტრაციო დარტყმის კონცეფცია" - ატომური იარაღის აფეთქება მოწინააღმდეგის უკიდურესად შორეულ მხარეში დაშინების მიზნით. თუმცა, რუსეთს არასოდეს უღიარებია ასეთი პუნქტის არსებობა თავის ბირთვულ დოქტრინაში. ევროპაში პოტენციური სამიზნეების გარდა, რუკებზე მითითებულია თავდასხმის პუნქტები შავ და კასპიის ზღვების რეგიონებში განვითარებული შესაძლო კონფლიქტების შემთხვევაში. განხილულია მის ამჟამინდელი მოკავშირეების (ჩინეთი, ირანი, აზერბაიჯანი და ჩრდილოეთ კორეა) მიმართ, სარაკეტო დარტყმის პოტენციური წერტილები. დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ინარჩუნებს შესაძლებლობას განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ზედაპირულ საზღვაო ხომალდებზე, რაც ეწინააღმდეგება 1991 წელს სსრკ-სა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას. წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, ზედაპირული ხომალდები ბევრად უფრო დაუცველები არიან ქარიშხლებისა და მტრის თავდასხმების მიმართ.




Comments
Post a Comment