Skip to main content

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა


სომხეთის ახალ პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 (49.81%) ადგილით კომფორტული უმრავლესობა მოიპოვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევამდე მას 6 მანდატი დააკლდა. საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ უპრეცედენტო 58.97% შეადგინა (1476597 მოქალაქე), – რის შესახებ ინფორმაციასაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1281911 ამომრჩეველს შეადგენდა. შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ 29 ადგილი (23.29%), რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ 12 ადგილი (10.09%), ხოლო გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით პარტიამ მიიღო 58388 ხმა (3.996%). პარტიებისთვის საპარლამენტო ბარიერი სომხეთში 4%-ია, ამიტომ ტექნიკურად ის ბარიერს მიღმა აღმოჩნდა.

თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ წარუკიანის პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერი, მაშინ მანდატების განაწილების რიცხვი შეიცვლება, მისი წილი გარდაიქმნება მანდატებად სხვა პარტიებს კი წილი შეუმცირდებათ (პროპორციული სისტემა, „დ’ონდტის მეთოდი“ და მინიმუმ 3 სუბიექტის პარლამენტში შეყვანის პრინციპით, რასაც ითვალისწინებს სომხეთის საარჩევნო წესი). ამ შემთხვევაში დაახლოვებით მივიღებთ შემდეგ სამანდატო პროპორციას: „სამოქალაქო შეთანხმება“ - 60-61 მანდატი, „ძლიერი სომხეთი“ - 27-28 მანდატი, „სომხეთის ალიანსი“ - 11-12 მანდატი და „აყვავებული სომხეთი“ 4–5 მანდატი.

არჩევნებში მონაწილეობდენ სხვა საკმაო გავლენის მქონე პოლიტიკური სუბიექტები: „ერთობის ფრთები“ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა; „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ - პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია. ყოფილმა მმართველმა ძალამ, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტიამ“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

რას ნიშნავს და რისი მომტანია მოცემული შედეგები სომხეთისთვის:

1️⃣შედეგების პოლიტიკური მნიშვნელობა - ამომრჩეველთა აქტივობამ 2026 წლის არჩევნებში ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ტენდენცია მიანიშნებს, რომ სომხური საზოგადოება ამ არჩევნებს აღიქვამდა გეოპოლიტიკური ორიენტაციის რეფერენდუმად და არა ორდინარულ პოლიტიკურ პროცედურად, რაც გულისხმობს - მეზობლებთან მშვიდობის შენარჩუნებას, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას და ევროპული ორიენტაციას.

2️⃣გეოპოლიტიკური ტენდენცია:დასავლეთი/რუსეთი - ფაშინიანი და მისი გუნდი ეძებდა ძლიერ მანდატს სომხეთის გეოპოლიტიკური გადაორიენტაციის, ევროპასთან დაახლოებისა და რუსეთთან დაშორების კურსის გასაგრძელებლად. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის და 2023 წელს მთიანი ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, სომხეთში ისტორიულად დადებითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიცვალა. თუ ფაშინიანი კიდევ ერთი ვადის მოპოვებას შეძლებდა, ეს მისცემდა მას ძალაუფლებას სომხეთის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კარდინალური ცვლილებისთვის. ახლანდელი მდგომარეობით სომხეთს შესაძლებლობა მიეცა 3 მნიშვნელოვანი ტენდენციის გაძლიერებისთვის რეგიონულ დონეზე: 1. სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ახალი რეგიონული კავშირების ფორმირება; 2. რუსეთის გავლენის შემცირება სამხ. კავკასიაში; 3. ცენტრალური აზიისა და ჩინეთის სტრატეგიულ სახმელეთო დერეფნებში ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიციების გამყარება.

3️⃣რუსული ჩარევის უპრეცედენტო ფენომენი - Reuters-ის, ასევე დასავლეთის სადაზვერვო წყაროებისა და დოკუმენტების მიხედვით, არჩევნებზე ფაშინიანის წინააღმდეგ და პრორუსული კანდიდატების მხარდასაჭერად ინტენსიური რუსული ოპერაცია განხორციელდა, მათ შორის - დეზინფორმაციული კამპანიები და რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეების ჩამოყვანის გეგმა. გარე ჩარევის თვალსაზრისითაც არჩევნები უპრეცედენტოა - თუ წინა არჩევნებში ზოგადი გაგება იყო, რომ შედეგი ნაკლებად შეცვლიდა სომხეთის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, ამჯერად მთავარ პრეტენდენტებად გამოვიდა ერთი მხრივ მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებისა და დასავლეთთან ახალი ურთიერთობების მომხრე მმართველი ძალა, და მეორე მხრივ რუსეთთან ალიანსზე დაბრუნების მომხრე ოპოზიცია.

4️⃣უსაფრთხოების განზომილება - გეოპოლიტიკური ბრძოლა სომხეთში განისაზღვრება კითხვით: შეძლებს თუ არა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო რუსეთის ორბიტიდან გასვლას და დასავლეთისკენ სვლას? ეს პირდაპირ ეხება აშშ-ის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის მდგრადი მშვიდობის მიღწევის ინიციატივას, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებას მოსკოვისა და თეირანის კონტროლის გარეთ. ფაშინიანის ოპოზიცია - „ძლიერი სომხეთი“ სამველ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, „სომხეთის ალიანსი“ რობერტ ქოჩარიანთან ერთად და „აყვავებული სომხეთი“ გაგიკ ცარუკიანის მეთაურობით ერთობლივად აკრიტიკებდნენ ფაშინიანს პრო-ბაქოს პოზიციების, კერძოდ კი, ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით გასული წლის აგვისტოში ინიცირებული სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის გამო.

მოცემული ალიანსების დივერსიფიკაცია თავის მხრივ არ ნიშნავს, რომ რუსეთი სომხეთზე ინტერესს დაკარგავს. ის კვლავ მნიშვნელოვან ეკონომიკური მოთამაშედ რჩება რეგიონში, რომლიც მიზანსაც ნატოს წევრი თურქეთის გვერდით, სომხეთის სახით ბუფერული სახელმწიფოს შენარჩუნება წარმოადგენს. მაშასადამე, ფაშინიანის გამარჯვება მართალია გარდამტეხი, მაგრამ არა გადამწყვეტი ნაბიჯია ამ მიმართულებით. კომფორტული უმრავლესობით (კონსტიტუციურის გარეშე) მიღებული მანდატი ნიშნავს იმას, რომ სომხეთის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია კვლავ გრძელდება შიდა წინააღმდეგობებისა და გარე ზეწოლის ფონზე. რუსეთი, ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და დიასპორის გამოყენებით კვლავ განაგრძობს ოპერაციებს სომხეთში თავისი გავლენის შენარჩუნებისთვის, რაც ქვეყანას ტოვებს პარადოქსულ ვითარებაში - „ევროინტეგრაციური კურსი რუსული ეკონომიკური ბორკილებით“.

იხილეთ ლინკი 👇👇👇 

https://www.zois-berlin.de/en/publications/zois-spotlight/russia-and-armenias-2026-parliamentary-elections?fbclid=IwY2xjawSUmMlleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHoC5v8VgDb2NtHXGQkeLE6I5jMmcSvO5mZmuoZuIVDap6Ml8Yx7YzTpNhwxb_aem_4gvSXi22dnt0z_zWJ5Jr5g

https://www.aljazeera.com/news/2026/6/7/armenians-vote-in-election-testing-move-towards-west-amid-russian-backlash?fbclid=IwY2xjawSUmM5leHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHoC5v8VgDb2NtHXGQkeLE6I5jMmcSvO5mZmuoZuIVDap6Ml8Yx7YzTpNhwxb_aem_4gvSXi22dnt0z_zWJ5Jr5g

https://evnreport.com/elections/armenia-votes-2026-live-updates/?fbclid=IwY2xjawSUmNpleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHoC5v8VgDb2NtHXGQkeLE6I5jMmcSvO5mZmuoZuIVDap6Ml8Yx7YzTpNhwxb_aem_4gvSXi22dnt0z_zWJ5Jr5g

https://fpc.org.uk/op-ed-armenias-2026-parliamentary-election/?fbclid=IwY2xjawSUmOJleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHoC5v8VgDb2NtHXGQkeLE6I5jMmcSvO5mZmuoZuIVDap6Ml8Yx7YzTpNhwxb_aem_4gvSXi22dnt0z_zWJ5Jr5g

https://freepolicybriefs.org/2026/06/01/2026-elections-in-armenia/?fbclid=IwY2xjawSUmOhleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHsOjGmCTNsmpiTbdD3JzYl97bp1s0qU5TVL2ffOff0svGHLjvxW8H_Re0tm__aem_Xvjt5qaEPn-pelJ_a7M5KA

https://www.iri.org/resources/statement-of-findings-and-recommendations-iri-pre-election-assessment-mission-to-armenias-2026-parliamentary-elections/?fbclid=IwY2xjawSUmLFleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHitOstzBB8oDOkfMl0u1eyaTiMNI4MtZlwGUzcHi1x2ossAWzh3uy2U_hawu_aem__NVKx7xaZFbfj9SVc1B5qQ

https://nationalinterest.org/blog/silk-road-rivalries/why-russia-is-trying-to-influence-armenias-elections?fbclid=IwY2xjawSUmPhleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHqUPn5REZ2SaPMCeTfuqDY2spgJzifN3osxQzk2_HlFbwyATIT-aGFgCYge__aem__Rmw2JLd1IumLrsR4VoNcg

https://www.npr.org/2026/06/07/nx-s1-5849210/armenians-vote-general-election-russia-west?fbclid=IwY2xjawSUmQFleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHnqVkGNvaKUT9Fe7eBBJJL-4RvaH0AVnjKZobHsYHz5GFgpN5gh9nzfpId2S_aem_Js3RodLcMwJeoK6ZCmzcRg

https://www.ifri.org/en/memos/between-russia-and-europe-between-war-and-peace-what-stake-armenias-upcoming-elections?fbclid=IwY2xjawSUmQZleHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHnue9gk_KYdR8knD4azoKNK-Ra2-oNC16kU9wzob3OCEgPvSGwhiWvxnD3p2_aem_yn9cnbfztw0kDWRZPUlkbw

https://news.am/ru/news/1041909?fbclid=IwY2xjawSUmQ1leHRuA2FlbQIxMABicmlkETFFSjFWdHhZQ09VREI3UlNTc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHg7cc2EUn14crE_GoP5UREaH-QwkdMNgAShf8OVDpZrbOtCqNDALLlSImh_6_aem_CgUgBYoaFEV7xJUuarz4uQ

Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

აშშ-მ NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო

აშშ-მ დაიწყო NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერ ს გაავრცელა  Reuters-მა. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში , სადაც მონაწილეობდნენ ევროპული დელეგაციები და პენტაგონის წარმომადგენლებ ი. მთავარ განსახილველ თემას ევროპ ის მიერ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი წილი ს თავის თავზე აღების საკითხი წარმოადგენდა. შტატებმა , ამ გეგმის არ მიღება/განხორციელების შემთხვევაში ნატოს ზოგიერთ კოორდინაციის მექანიზმში მონაწილეობ ის შეწყ ვეტა დააანონსა . გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალ ი შეხვედრიდან : ✅ შეხვედრაზე ევროპელებისთვის ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ევროპის მიერ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრესით. ✅ აშშ-ს მიერ გაჟღერებულ იქნა თავისი სურვილი , რომ ევროპამ ნატოს ტრადიციულ თავდაცვაში ლიდერობა აიღოს , რაც ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერ ს რაც არ წარმოადგენს ბირთვულ კომპონენტს - სახმელეთო ჯარებ...