Skip to main content

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების ეფექტურობა 3%-დან 27%-მდე გაიზარდა.


J.P. Morgan-ისა და JINSA ინსტიტუტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების ეფექტურობა ომის პირველი ორი კვირის განმავლობაში 3%-დან 27%-მდე გაიზარდა. ამ ეფექტურობის მსგავსი ზრდა განპირობებულია ირანისთვის სირიასა და უკრაინაში გამოცდილი/განმტკიცებული რუსული სადაზვერვო და დარტყმითი შესაძლებლობების მიწოდებით, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ახორციელებენ. 

ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გაირკვა, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებდა. თუმცა, მხოლოდ თანამგზავრებიდან ან დრონებიდან მონაცემების გადაცემა არ იძლევა დარტყმების ეფექტურობის გაზრდის გარანტიას. 

დარტყმების განხორციელება რთული პროცესია, რომელიც მოიცავს სამიზნის მოძიებას, გადაწყვეტილების მიღებას, კორექტირებას, შემდგომ დაზვერვას და შედეგების შეფასებას. ეს ყველაფერი გაერთიანებულია დაზვერვა-დარტყმის სისტემაში (ღონისძიებათა ერთობლიობაში), რომელიც შექმნილია ამ ქმედებების უწყვეტ ციკლში გაერთიანებისთვის, ეტაპებს შორის დროის მინიმიზაციის მიზნით. 

რუსულ დოქტრინაში ამ როლს ასრულებენ სპეციალური ოპერაციათა ძალები, რომლებსაც შეუძლიათ მოქმედება იმ ადგილებში, სადაც ტექნიკური დაზვერვა შეზღუდულია. რუსეთმა მსგავსი მიდგომა გამოიყენა სირიაში, სადაც სპეციალური ოპერაციების ძალები რაკეტებისა და თვითმფრინავების ხელმძღვანელობას უზრუნველყოფდნენ რთულ პირობებში. 

სირიისგან განსხვავებით, რუსეთს ფიზიკური წარმომადგენლობა არ აქვს ირანში, მაგრამ მოქმედებს იმავე ლოგიკით: ირანი ახორციელებს დარტყმებს, ხოლო რუსეთი ქმნის ინფორმაციულ და ოპერატიულ საფუძველს, მათ შორის გადაწყვეტილების მიღებას. 

ეს საშუალებას აძლევს მოსკოვს, გავლენა მოახდინოს კონფლიქტზე პირდაპირი ჩარევის გარეშე. ეფექტურობის ეს ზრდა თვისობრივად ახალ დონეზე მიუთითებს, რაც შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის სადაზვერვო და დარტყმითი ქსელის ღრმა ინტეგრაციის გარეშე. რუსეთი ირანს არა განსხვავებულ მონაცემებს, არამედ სირიასა და უკრაინაში ომების დროს შემუშავებული ყოვლისმომცველი ზომების გაერთიანებულ გადასცემს.

იხილეთ ლინკები 👇👇👇

https://x.com/clashreport/status/2041247100860555599?fbclid=IwY2xjawRC0zVleHRuA2FlbQIxMABicmlkETFGR3hIVkI2YnhhbHV2OUJPc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHrrOtIO-vsnP9BfGirIlV_9N4W5fm89LSSKp_lI1oh07HE_2FMUWDf84uZ5x_aem_zP9Xvm1yIsf3USs935jcxw

https://informnapalm.org/ua/sso-rosii-ta-iran/?fbclid=IwY2xjawRC019leHRuA2FlbQIxMABicmlkETFGR3hIVkI2YnhhbHV2OUJPc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHmQmG92Vp3J9D_X1uwl9idZQlPb1vpQ_uS4efyxlXWsm-BHpmRQjv08O-dON_aem_-MCtvqlpXoDWjR7s5_eFfQ

https://am.jpmorgan.com/content/dam/jpm-am-aem/global/en/insights/eye-on-the-market/salems-lot-amv.pdf?fbclid=IwY2xjawRC05VleHRuA2FlbQIxMABicmlkETFGR3hIVkI2YnhhbHV2OUJPc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvnwtjEpBHmbAPPm8_TTwwOAE_kfJzoplRVlKzrMVXYdB-85dV0gvvudLiOV_aem_CIo-S3dpAQVYuFrdExA4Qw


Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

სომხეთის ახალ პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 (49.81%) ადგილით კომფორტული უმრავლესობა მოიპოვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევამდე მას 6 მანდატი დააკლდა. საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ უპრეცედენტო 58.97% შეადგინა (1476597 მოქალაქე), – რის შესახებ ინფორმაციასაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1281911 ამომრჩეველს შეადგენდა. შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ 29 ადგილი (23.29%), რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ 12 ადგილი (10.09%), ხოლო გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით პარტიამ მიიღო 58388 ხმა (3.996%). პარტიებისთვის საპარლამენტო ბარიერი სომხეთში 4%-ია, ამიტომ ტექნიკურად ის ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ წარუკიანის პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერ...

აშშ-მ NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო

აშშ-მ დაიწყო NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერ ს გაავრცელა  Reuters-მა. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში , სადაც მონაწილეობდნენ ევროპული დელეგაციები და პენტაგონის წარმომადგენლებ ი. მთავარ განსახილველ თემას ევროპ ის მიერ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი წილი ს თავის თავზე აღების საკითხი წარმოადგენდა. შტატებმა , ამ გეგმის არ მიღება/განხორციელების შემთხვევაში ნატოს ზოგიერთ კოორდინაციის მექანიზმში მონაწილეობ ის შეწყ ვეტა დააანონსა . გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალ ი შეხვედრიდან : ✅ შეხვედრაზე ევროპელებისთვის ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ევროპის მიერ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრესით. ✅ აშშ-ს მიერ გაჟღერებულ იქნა თავისი სურვილი , რომ ევროპამ ნატოს ტრადიციულ თავდაცვაში ლიდერობა აიღოს , რაც ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერ ს რაც არ წარმოადგენს ბირთვულ კომპონენტს - სახმელეთო ჯარებ...