Skip to main content

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით „სპეციალური საზღვაო ოპერაცია“ ჩაატარა

ჩინეთმა ტაივანის აღმოსავლეთით, ფილიპინების ზღვის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში  (EEZ) „სპეციალური საზღვაო ოპერაცია“ ჩაატარა. ტერიტორიაზე სამი ქვეყანა - იაპონია, ფილიპინები და ჩინეთი აცხადებენ პრეტენზიას (მათი ინტერესების კვეთა სურ. #1). გასულ კვირას იაპონიამ და ფილიპინებმა ამ ზონაში დელიმიტაციის მოლაპარაკებები დაიწყეს ერთმანეთის ინტერესების გამოსაკვეთად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რომელზედაც გაეროს ზღვის სამართლის კონვენციის (UNCLOS) საფუძველზე, არცერთი მათგანი არ აღიარებს ჩინეთის პრეტენზიას.

იაპონია და ფილიპინები პირველი კუნძულოვანი უსაფრთხოების სარტყელზე უფრო ფართო მოლაპარაკებებს, სწორედ ჩინეთის მხრიდან მიმდინარე მუქარის გამო აწარმოებენ. ჩინეთი მუდმივად ემუქრება იაპონიას, სადაც საქმე იმ წერტილამდე მივიდა, რომ თებერვალში ვანგ იი, პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პირდაპირ დაემუქრა ტოკიოს ომით. ამავდროულად, ჩინეთი სტაბილურად აფართოებს თავის საქმიანობას ფილიპინების სანაპიროსთან - აშენებს ხელოვნურ კუნძულებს, აცხადებს მათზე სუვერენიტეტს და აწყობს სამხედრო ბაზებს დაკავებულ რიფებზე. აქედან გამომდინარე იაპონიისა და ფილიპინების შეშფოთება ჩინეთის აგრესიული ქმედებების მიმართ სრულიად გამართლებული და ლეგიტიმურია.

ჩინეთმა მისი მოლაპარაკებებში მიწვევის გარეშე დატოვება გამოიყენა საბაბად, რათა ამ ტერიტორიაზე „სპეციალური საზღვაო ოპერაცია“ გამოეცხადებინა - საკუთარი „ადმინისტრაციული საზღვაო იურისდიქციისა და ეროვნული ინტერესების“ უზრუნველსაყოფად. პეკინის თქმით, იაპონია და ფილიპინები „მის ტერიტორიულ სუვერენიტეტს ემუქრებოდნენ“. შაბათს (30 მაისი) ჩინეთმა სადავო ტერიტორიებზე საპატრულო გემები გაგზავნა, ხოლო ორშაბათს (1 ივნისი), იაპონიასა და ფილიპინებს შორის მოლაპარაკებების დაწყების საპასუხოდ სექტორში სანაპირო დაცვის გემებიც განალაგა.

ტაივანის მხრიდან გაკეთებული ოფიციალური განცდახებების მიხედვით, ჩინური გემები მისი სანაპირო ზოლის აკრძალვის ზონაში არ შესულან და სექტორში საზღვაო მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ტაივანის სანაპირო დაცვამ ოპერაციის საპასუხოდ გემები მაინც გაგზავნა მითითებულ ზონაში. გავრცელებულ ვიდეომასალაში ტაივანის სანაპირო დაცვა ჩინურ გემს აფრთხილებს: „ეს თქვენი წყლები არ არის. არ უნდა იყოთ აქ. გთხოვთ, შებრუნდით და დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს სივრცე" (ვიდეო #1). ეს ინციდენტი პრატასის კუნძულებთან (ჩინური სახელწოდება - დუნშა), ტაივანიდან დაახლოებით 450 კმ სამხრეთ-დასავლეთით (სურ. #2), მოხდა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩინეთის „სპეციალურ საზღვაო ოპერაციასთან“ ტაივანის აღმოსავლეთით. ჩინური გემი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც CCG-3501 - 5500-ტონიანი სანაპირო დაცვის საპატრულო გემი. ტაივანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ აცხადებს, რომ სანაპირო დაცვის გაფრთხილების შემდეგ გემმა შეზღუდული ზონა დატოვა. მიუხედავად ამისა, გერმანელი პროფესორი და Der Spiegel-ის ავტორი ანდრეას ფულდა მაინც მიიჩნევს, რომ ჩინეთი ამ ქმედებებით ტაივანის საზღვაო ბლოკადას ახორციელებს.



ამ ეტაპზე შექმნილი სიტუაცია ძნელად შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ტაივანში შეჭრა ან სრულფასოვანი საზღვაო ბლოკადა (გარკვეული ნიშნების მიუხედავად), ის უფრო მეტად წარმოადგენს ჩინეთის აგრესიულ პასუხს იაპონიასა და ფილიპინებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ჩინეთი საზღვაო ბლოკადის მსგავს სცენარებს მუდმივად იყენებს ტაივანის წინააღმდეგ და ეს სტატუს კვო დღემდე უცვლელია.







Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

სომხეთის ახალ პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 (49.81%) ადგილით კომფორტული უმრავლესობა მოიპოვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევამდე მას 6 მანდატი დააკლდა. საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ უპრეცედენტო 58.97% შეადგინა (1476597 მოქალაქე), – რის შესახებ ინფორმაციასაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1281911 ამომრჩეველს შეადგენდა. შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ 29 ადგილი (23.29%), რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ 12 ადგილი (10.09%), ხოლო გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით პარტიამ მიიღო 58388 ხმა (3.996%). პარტიებისთვის საპარლამენტო ბარიერი სომხეთში 4%-ია, ამიტომ ტექნიკურად ის ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ წარუკიანის პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერ...

აშშ-მ NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო

აშშ-მ დაიწყო NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერ ს გაავრცელა  Reuters-მა. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში , სადაც მონაწილეობდნენ ევროპული დელეგაციები და პენტაგონის წარმომადგენლებ ი. მთავარ განსახილველ თემას ევროპ ის მიერ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი წილი ს თავის თავზე აღების საკითხი წარმოადგენდა. შტატებმა , ამ გეგმის არ მიღება/განხორციელების შემთხვევაში ნატოს ზოგიერთ კოორდინაციის მექანიზმში მონაწილეობ ის შეწყ ვეტა დააანონსა . გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალ ი შეხვედრიდან : ✅ შეხვედრაზე ევროპელებისთვის ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ევროპის მიერ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრესით. ✅ აშშ-ს მიერ გაჟღერებულ იქნა თავისი სურვილი , რომ ევროპამ ნატოს ტრადიციულ თავდაცვაში ლიდერობა აიღოს , რაც ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერ ს რაც არ წარმოადგენს ბირთვულ კომპონენტს - სახმელეთო ჯარებ...