Skip to main content

რუსეთი აქტიურად აძლიერებს თავის პოზიციებს მადაგასკარზე


მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი ირანზეა კონცენტრირებული, რუსეთი აქტიურად აძლიერებს თავის პოზიციებს მადაგასკარზე. ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, საჯაროდ მადლობა გადაუხადა მოსკოვს ვერტმფრენების, სამხედრო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.

მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკ მაიკლ რანდრიანირინას ხელმძღვანელობით სამხედროებმა მადაგასკარში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, ხოლო თავად რანდრიანირინა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, რუსეთმა სწრაფად განალაგა კუნძულზე სამხედრო ძალები და იარაღი, როგორც რეჟიმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად.

თებერვალში რანდრიანირინამ პირველი უცხოური ვიზიტი მოსკოვში განახორციელა, სადაც ვლადიმირ პუტინის შეხვდა. ამით მან დაარღვია მადაგასკარის ლიდერების მრავალწლიანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პირველი ვიზიტი ყოფილი მეტროპოლიის დედაქალაქში პარიზში ხორციელდებოდა.

Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების შეფასებით - მოსკოვი აქტიურად აძლიერებს თავის გავლენას მთლიანად აფრიკის კონტინენტზე, სარგებლობს რა იმ გარემოებით, რომ ირანთან ომის ფონზე აშშ-ის ყურადღება ამ სწორედ ამ მოვლებენზეა კონცენტრირებული. თავად მადაგასკარს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ნავთობმომარაგების ერთ-ერთ მთავარ მარშრუტზე და მდიდარია მინერალური რესურსებით, მათ შორის კობალტით, გრაფიტით, იშვიათი ლითონებით (მსოფლიოში მე-8 ადგილზეა).

რუსეთმა ქვეყანას უკვე მიაწოდა შეიარაღების ახალი პარტია და უახლოეს პერიოდში გეგმავს ადგილობრივი სამხედრო ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას. დასავლელი დიპლომატების შეფასებით, მოსკოვი რეგიონში პოზიციების განმტკიცების მიზნით, მადაგასკარის ახალ ხელისუფლებას სთავაზობს თანამშრომლობის ფორმულას - „უსაფრთხოება პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ“. თავად კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის კი რუსეთთან თანამშრომლობა წარმოადგენს როგორც ევროკავშირსა და საფრანგეთზე დამოკიდებულების შემცირების, ისე მოქმედი რეჟიმის შიდა პოზიციების გამყარების საშუალებას.

აღნიშნული ქმედებებით, რუსეთი ცდილობს არსებული გარდამავალი პერიოდის მიერ შექმნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. შეიქმნა პრორუსული პოლიტიკური პარტია „აფრიკული ინიციატივა“, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი პრო-რუსული ორგანიზაციის „რუსეთის მეგობრების“ პოლიტიკურ ფრთას. ეს ახლადწარმოქმნილი ვითარება მადაგასკარში პირდაპირ გავლენას ახდენს აფრიკისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონების დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული სივრცის სტაბილურობაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის რუსეთის პირველი მცდელობა მადაგასკარში გავლენის დამყარების მიმართულებით. The New York Times-ის 2019 წლის ინფორმაციით, 2018 წლის არჩევნების პერიოდში რუსმა აგენტებმა გამოსცეს გაზეთი, დააფინანსეს ახალგაზრდების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში და მხარი დაუჭირეს ჟურნალისტებს, რათა უზრუნველეყოთ პრეზიდენტ ჰერი რაჯაონარიმამპიანინას ხელახალი არჩევა, რაც საბოლოოდ ვერ განხორციელდა.

ფოტო: პუტინი და მადაგასკარის პრეზიდენტი რანდრიანინა კრემლში შეხვედრაზე (19.02.2026).

იხილეთ ლინკი 👇👇👇

Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია.  ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით.  MiG-31 გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში:  1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე...