Skip to main content

31 იანვარს აშშ-მ ნაწილობრივი „შათდაუნი“ გამოაცხადდა


31 იანვარს, მას მერე რაც აშშ-ს კონგრესმა ვერ მიიღო 2026 წლის ყველა საჭირო ფინანსური დავალებების კანონპროექტი და ქვეყანაში ნაწილობრივი „შათდაუნი“ გამოცხადდა. შუაღამის შემდეგ ფედერალური მთავრობის დაფინანსება ნაწილობრივ შეჩერდა. ეს მოხდა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასრულებიდან სულ რაღაც ორნახევარი თვის შემდეგ. 3 თებერვალს აშშ-ის კონგრესმა შეძლო/მოახერხა ბიუჯეტის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება, რომელსაც საბოლოოდ პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა და „შათდაუნი“ ოფიციალურად დასრულდა. 

მოცემული „შათდაუნი“-ს დაწყების მიზეზად იქცა დემოკრატების მიერ ICE-სთვის, იმიგრაციის სააღსრულებო სააგენტოსთვის დაფინანსების გაგრძელებაზე უარის თქმა, რომელიც განპირობებული იყო მისი თანამშრომლების მიერ აშშ-ის ორი მოქალაქის მკვლელობისა (7 და 24 იანვარს) და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო. ორივე დაღუპული 37 წლის თეთრკანიანი ამერიკელი იყო. არც რენე გუდს და და არც ალექს პრეტის არ ჰქონდათ ნასამართლეობა. გუდი სამი შვილის მარტოხელა მამა, ხოლო პრეტი ვეტერანთა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი იყო. 

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ტრამპი იძულებული გახდა, ორივე პარტიის წევრების პროტესტისა და ზეწოლის ფონზე, დემოკრატებთან მიეღწია შეთანხმებისთვის. შეთანხმება ასე გამოიყურება: „რესპუბლიკელები და დემოკრატები თანხმდებიან, რომ მთავრობის დაფინანსება ფისკალური წლის ბოლომდე გაახანგრძლივონ, ხოლო ICE-ს დაფინანსება ორი კვირით გაგრძელდეს“. ამ ორი კვირის განმავლობაში კონგრესის წევრებს მოუწევთ ICE-ს რეფორმაზე შეთანხმება. დემოკრატებს სურთ, იმიგრაციის სამსახურის აგენტებს ნიღბების ტარება და კამერების გამორთვა აუკრძალონ. შემოღებულ იქნას ზედამხედველობის დამატებითი ზომები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღმოფხვრისა და პასუხისმგებლობის კომპონენტის გაზრდისთვის. 

შესაბამისად, თუ უახლოეს მომავალში თეთრი სახლი ვერ მიაღწევს საბოლოო შეთანხმებას, დემოკრატებმა შეიძლება უბრალოდ უარი თქვან სააგენტოს დაფინანსების გახანგრძლივებაზე, რაც ბერკეტებს მათ ხელში დატოვებს. თუმცა, ამ სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რესპუბლიკელების დიდი ნაწილიც მკვეთრად აკრიტიკებს ICE-ს ქმედებებს. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით შესაძლოა რეფორმამ ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვოს. 

ყველა ეს დახურვა/შათდაუნი არასასურველია უკრაინისთვის. ამ გარემოებამ, ჯერ კიდევ ნოემბერში ნაწილობრივ შეაჩერა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. ზუსტად არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა რაოდენობის ფინანსური და სამხედრო ტიპის დახმარების შეჩერებაზე განხორციელდა, თუმცა Axios-ის მონაცემებით მაშინ ნატოს მოკავშირეების მხრიდან 5 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიკვეცა.

იხილეთ ლინკები👇👇👇

https://www.axios.com/2025/11/09/government-shutdown-arms-sales-nato-ukraine?fbclid=IwY2xjawPyfLRleHRuA2FlbQIxMABicmlkETEzaXBITFAxR0liQlAybjBlc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHmPVT2Zk68Hdp1Z3-_P541bw2Tf4a3SDy0URQ-rsE_oEnLYo__f_Mx1CBk9v_aem_sFkdImAnRU9mI9vig_GPLA

https://www.bbc.com/news/articles/ce8rk33dpvmo?fbclid=IwY2xjawPyfMVleHRuA2FlbQIxMABicmlkETEzaXBITFAxR0liQlAybjBlc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHnDPC7gVhjv2G9xnGKvvwOVgu2_fPtxPhd9FwrYH0HZ8gF89-r1coYmaYzKd_aem_k6QxcmP5udj4PGpaXDLxiw


Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

საჯარო სამსახურში დასაქმების ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების გამოწვევები საქართველოში

         ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახდა, როგორც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, ისე სამოქალაქო ჯგუფებსა და გაერთიანებებში სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო სექტორში ჭარბი რაოდენობით ადამიანთა დასაქმების შესახებ დისკუსიები და გარჩევები. ძირითადად ეს ტენდენციები გამოიხატება საკმაოდ ზედაპირული და გაუცნობიერებელი, ასევე მითოლოგიზირებული და ხშირ შემთხვევაში არაარგუმენტირებული მსჯელობებით. თუმცა დღეს საშუალო და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე მოღვაწეებმა/ექსპერტებმაც დაიწყეს ამ თემით მანიპულირება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო არასწორი წარმოდგენების მოსახლეობის ცნობიერებაში დანერგვის რისკს. რაც თავის მხრივ გახდა იმის საფუძველი, რომ მოკლედ დამეწერა პრობლემის რეალური მოცემულობის შესახებ.       იმისათვის რომ კარგად დავინახოთ და შევაფასოთ ეს საკითხი მოვიყვანოთ OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development), ILO-სა (International Labour Organization) და სხვა საერთაშორისო წყაროებში გამოქვეყნებული რეპორტების...

რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

19 სექტემბერს რუსეთმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. სამი MiG-31, კუნძულ ვაინლოს (Vaindloo) მიმართულებით გადაადგილდა და 12 წუთის განმავლობაში დარჩა ამ ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის საფუძველზე ესტონეთმა ნატოს მე-4 მუხლი გაააქტიურა (ეს მოცემული მუხლის მეორე შემთხვევაა ორი კვირის განმავლობაში პოლონეთის შემდეგ). მიმდინარე წელს რუსეთის მხრიდან ეს უკვე მეოთხე დარღვევაა ესტონეთის საჰაერო სივრცის. წინა დარღვევებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი განხორციელებული იყო უფრო დიდი მასშტაბითა და ხანგრძლივობით, შესაბამისად მოცემული ინციდენტი ესტონეთის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც მისი საჰაერო სივრცის „პირველი დიდი დარღვევა“ და პირდაპირი პროვოკაცია.  ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო დღეს MiG-31-ების ფრენის ზუსტი მარშრუტის სქემაც გამოაქვეყნა და ისიც დასძინა, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ რადიოკავშირის გარეშე გამორთული ტრანსპონდერებით.  MiG-31 გავიხსენოთ რუსეთის მიერ წინა 3 შეღწევა ესტონეთის საჰაერო სივრცეში:  1️⃣ 13 მაისი 2025 - ესტონეთის ჰაერო სივრცეში რუსული Su-35 შეღწევა მცირე...