Skip to main content

შვედეთი და დანია გეგმავს უკრაინისთვის გეგმავს თვითმავალი საზენიტო იარაღის შეიძენას


შვედეთი და დანია გეგმავს უკრაინისთვის 290 მილიონი დოლარის ღირებულების, ახალი ბრიტანულ-შვედური Tridon Mk2 თვითმავალი საზენიტო იარაღის შეიძენას, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას „შაჰედებთან“ ახლო მანძილზე (12 კმ-მდე) ბრძოლისთვის. ეს განპირობებულია მათი სროლის მაღალი სიჩქარისა (წუთში 300 გასროლამდე) და 40 მმ-იანი ვაზნების შედარებით იაფი თვითღირებულებით (თითო 27 აშშ დოლარი). Tridon Mk2 წარმოადგენს ძველი Bofors-ის ავტომატური ქვემეხის ევოლუციას, რომელსაც ერთობლივად ბრიტანული BAE Systems და შვედური Saab აწარმოებენ. 


შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ ჯონსონის თქმით, მოცემული საზენიტო სისტემებით შესაძლებელი იქნება ერთი საჰაერო თავდაცვის ბატალიონის ჩამოყალიბება/აღჭურვა. Tridon Mk2-ის უკრაინაში განთავსების შესახებ პირველად 2025 წლის თებერვალში გამოცხადდა, რომელ პაკეტებშიც ერთდროულად მონაწილეობდნენ: 

✅ დანია - (270 მილიონი ევრო), საბრძოლო მასალა და წვრთნები ერთი უკრაინული ბრიგადისთვის სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში. 

✅ კანადა - თანხა უცნობია, მაგრამ პაკეტი მოიცავდა 25 LAV III ჯავშანტრანსპორტიორს. 

✅შვედეთი - 100 მილიონი ევრო, ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემები - Robot 70 MANPADS და იგივე Tridon Mk2 თვითმავალი საზენიტო ქვემეხები. 

კრემლის წყაროები აცხადებდნენ მათი უკრაინაში ჩასვლის შესახებ 2025 ივლისში, თუმცა სხვა დოკუმენტური მტკიცებულების პოვნა ღია წყაროებში ვერ ხერხდება.


იხილეთ ლინკები👇👇👇

https://www.eurointegration.com.ua/rus/news/2025/02/24/7205707/

https://www.reuters.com/business/aerospace-defense/sweden-denmark-jointly-buy-air-defence-systems-ukraine-2026-02-03/?fbclid=IwY2xjawPyd6BleHRuA2FlbQIxMABicmlkETFzbXR1Q3NBbkZ5VTdRbE5Sc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHi4s1WU_Dqp7fSb-LTosX21suXyUY-VIx5Z5JpPZbe6vFyk44q3aiGEyBc7Q_aem_PUig0kxYpTT9R8TghlwyLg 

https://medium.com/@Forensic-Archive/swedens-tridon-mk2-shoots-40mm-programmable-rounds-at-27-each-patriot-costs-4-million-874b3b45e031

https://omni.se/regeringen-luftvarn-for-1-2-miljarder-till-ukraina/a/0Vz2PA?fbclid=IwY2xjawPyd8ZleHRuA2FlbQIxMABicmlkETFzbXR1Q3NBbkZ5VTdRbE5Sc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHi4s1WU_Dqp7fSb-LTosX21suXyUY-VIx5Z5JpPZbe6vFyk44q3aiGEyBc7Q_aem_PUig0kxYpTT9R8TghlwyLg 


Comments

Popular posts from this blog

„Just Mission 2025“ - ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

     ჩინეთმა ტაივანის სანაპიროს წყლებში და მის გარშემო არსებულ 5 საჰაერო სივრცეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო სახელწოდებით - „Just Mission 2025“. ჩინეთის სამხედრო ძალების განაცხადებაში ნათქვამია - „მოცემული ქმედება წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას იმ სეპარატისტული და გარე ძალებისთვის, რომლებიც „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მოპოვებაზე მუშაობენ და ცდილობენ ჩაერიონ მის შიდა საქმეებში. გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს ლეგიტიმურ და აუცილებელ ზომას ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად.“      წინა საჰაერო და საზღვაო სივრცის დარღვევებისგან განსხვავებით, მოცემული სამხედრო წვრთნა წარმოადგენს ჩინეთის პირველ მასშტაბურ ტაივანის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ. მანამდე, აშშ-ის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვა დაამტკიცა. ჩინეთის მიერ ტაივანზე მზარდი სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ფონზე (პეკინი მას თავის გამოყოფილ პროვინციად მიიჩნევს), 18 დეკემბერს ტაივანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც...

ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა

სომხეთის ახალ პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 64 (49.81%) ადგილით კომფორტული უმრავლესობა მოიპოვა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევამდე მას 6 მანდატი დააკლდა. საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ უპრეცედენტო 58.97% შეადგინა (1476597 მოქალაქე), – რის შესახებ ინფორმაციასაც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49.41%-მა მიიღო, რაც 1281911 ამომრჩეველს შეადგენდა. შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთი“ 29 ადგილი (23.29%), რობერტ კოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“ 12 ადგილი (10.09%), ხოლო გაგიკ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით პარტიამ მიიღო 58388 ხმა (3.996%). პარტიებისთვის საპარლამენტო ბარიერი სომხეთში 4%-ია, ამიტომ ტექნიკურად ის ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ წარუკიანის პარტიამ გადალახა 4%-იანი ბარიერ...

აშშ-მ NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო

აშშ-მ დაიწყო NATO-ს უფლებამოსილების ევროპელი მოკავშირეებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ გასული წლის 5 დეკემბერ ს გაავრცელა  Reuters-მა. შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში , სადაც მონაწილეობდნენ ევროპული დელეგაციები და პენტაგონის წარმომადგენლებ ი. მთავარ განსახილველ თემას ევროპ ის მიერ 2027 წლისთვის ნატოს ტრადიციული თავდაცვის პასუხისმგებლობების უმეტესი წილი ს თავის თავზე აღების საკითხი წარმოადგენდა. შტატებმა , ამ გეგმის არ მიღება/განხორციელების შემთხვევაში ნატოს ზოგიერთ კოორდინაციის მექანიზმში მონაწილეობ ის შეწყ ვეტა დააანონსა . გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალ ი შეხვედრიდან : ✅ შეხვედრაზე ევროპელებისთვის ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ევროპის მიერ 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრესით. ✅ აშშ-ს მიერ გაჟღერებულ იქნა თავისი სურვილი , რომ ევროპამ ნატოს ტრადიციულ თავდაცვაში ლიდერობა აიღოს , რაც ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერ ს რაც არ წარმოადგენს ბირთვულ კომპონენტს - სახმელეთო ჯარებ...